პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, უცხოეთში მცხოვრები წარმატებული დიასპორელების დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა.

ღონისძიებაზე 7 ქვეყანაში მცხოვრებ 17 წარმატებულ დიასპორელს სპეციალური ჯილდოები გადაეცა, ასევე, გაიმართა წარმატებული დიასპორელების შესახებ მომზადებული ვიდეომასალის ჩვენება.

ღონისძიებას, პარლამენტის წევრებთან ერთად, თბილისის მერიის, საკრებულოს, საპატრიარქოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წარმატებული დიასპორელების დაჯილდოების ცერემონია წელს მეცხრედ გაიმართა.