„ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი და ქვეყნის დამაზიანებელი არხი კვლავ ფორმაშია. ეს გახლავთ სრული დეზინფორმაცია“, – ასე ეხმაურება პოლონეთში საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირში მიღებულია არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ – ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის, თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.
„უვიზოდ მიმოსვლის შეჩერება დამოკიდებულია ბევრ მიზეზსა და დარღვევაზე, რომლებიც ერთობლიობაში იგზავნება ევროკავშირის სხვადასხვა პასუხისმგებელ უწყებაში. შემდეგ მიდის ამ ყველაფერზე მსჯელობა (ასევე, საქართველოს ჩართულობით), ანალიზი და სხვა უამრავი პროცედურა. ასევე საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მკაფიო თანხმობა. მერე ამ ყველაფერს აქვს გასაჩივრების ვადები და არის დროში ფრიად განგრძობადი პროცესი. როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, შესაძლოა, იყოს მცირედი შანსი იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი მავნებლური, მაბეზღარა ძალის სურვილი დაკმაყოფილდეს.
P.S. ევროკავშირი არ გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ უკანა ეზო, როგორც სურთ, რომ წარმოაჩინონ”, – წერს გიორგი გამსახურდია “ფეისბუკის” გვერდზე.