საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან მმართველი გუნდის მისამართით, სარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლა დაფიქსირდა.

 

„14 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ზონის უფროსმა დიმიტრი კვანტალიანმა ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში „ქართული ოცნების“ შეხვედრის ჩაშლა სცადა. ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად დიმიტრი კვანტალიანმა ატვირთა და იქვე აღიარა, რომ ადგილზე მისვლის მიზეზი შეხვედრის ჩაშლა იყო.

14 სექტემბერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა ლექსო ვალიაურმა, ქალაქ გორში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა გააჟღერა და მცდელობა ჰქონდა, შეკრების მონაწილეებში არეულობა გამოეწვია. სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი თვითონ ავტორმაც დაადასტურა“, –  განაცხადა გივი მიქანაძემ.