“ტელევიზიებმა -„TV პირველმა“ და „ფორმულამ“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ვიდეო რგოლი თავდაპირველად ეთერში განათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში, ორივე მაუწყებელმა აღნიშნული რეკლამა ბადიდან ამოიღო. ამასთან დაკავშირებით, კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „TV პირველი“ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ლარით დააჯარიმა”,  – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

 

„მაუწყებლების მხრიდან პოლიტიკური სუბიექტისთვის კუთვნილი უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობა ქმნის საშიშ და დამაზიანებელ პრეცედენტს საარჩევნო გარემოსთვის. ამის მაგალითია 6 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით სამი არხის (“მთავარის”, “TV პირველისა” და “ფორმულას”) მოქმედება, რომელთაც უნდა გაეშვათ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპები, ჯამში, 787-ჯერ, მაგრამ ერთხელაც არ გაუშვეს, მაშინ, როდესაც ოპოზიციის კლიპები გაუშვეს 6227-ჯერ. ეს მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აგიტაცია ამ ტელეკომპანიებს არათანაბარ გარემოში ჰყავთ, რის თაობაზეც ჩვენ საჩივრით მივმართეთ კომუნიკაციების კომისიას“, – განაცადა მიქანაძემ.