ქართველი მოკრივე რომან დოლიძე სამშობლოში დაბრუნდა. სპორტსმენი დღეს დილით, ბათუმის აეროპორტში ჩამოფრინდა. მას აეროპორტში ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ.
რომან დოლიძემ კევინ ჰოლანდთან ბრძოლაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ჰოლანდი ძლიერი მეტოქე იყო, თუმცა მოახერხა მისი დამარცხება ტექნიკური ნოკაუტით.
რომან დოლიძემ ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ შეეცდება, დეკემბერში დაგეგმილ ბრძოლაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვოს.