„პირველ რიგში, აუცილებელია, რომ საზოგადოებას განემარტოს პაველ ჰერჩინსკის განცხადება, ან ტელეკომპანია „ფორმულამ“ უარყოს, რომ მათი გავრცელებულია ეს დეზინფორმაცია“, – განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა „ფორმულასა“ და NEWS.ON.GE-ის მიერ ჸგავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ელჩმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება”.
„ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, მაგალითად, ბილბორდებთან დაკავშირებით ჰერჩინსკის განცხადებები უკვე პირდაპირი ჩარევაა საქართველოს შიდა საქმეებში. რა ქვეყანა ვართ ასეთი, რომ თავს უფლებას აძლევს ევროკავშირის ან სხვა ქვეყნის ელჩი, გამოთქვას საკუთარი აზრი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით? ეს არის პირდაპირი ჩარევა. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ თავი უნდა შეიკავონ შეფასებებისგან და საშუალება მისცენ ქართულ საზოგადოებას, თავად აირჩიოს თავისთვის სასარგებლო ხელისუფლება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.