“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს პეკინის N41-ში შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს „ქართული ოცნების” მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე, ასევე, ქვეყნის მიერ მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობაზე.
დელეგატის თქმით, დევნილებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი.
„მჯერა, რომ თითოეული მათგანი თავის სახლში დაბრუნდება და ეს მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკითა და ურთიერთშერიგებით მოხდება”, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.