პარტია “ქართული ოცნების” გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მერთან, ავთანდილ თალაკვაძესთან და “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, დავით დარჩიასთან ერთად, ქ. ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე “ქართული ოცნების” მიღწევებსა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„განვაგრძობთ საარჩევნო კამპანიას ოზურგეთში. თანამოქალაქეებს ქვეყნის მომავალზე ვესაუბრეთ და ჩვენი პროგრამის მთავარი პრიორიტეტები გავაცანით. 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, წარმატებული, ევროპული მომავლისთვის!“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
“ქართული ოცნების” გურიის დელეგატმა ვასილ ჩიგოგიძემ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამა, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მოქალაქეებს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ოზურგეთში საზოგადოების განწყობა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ პოზიტიურია. მჯერა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და 26 ოქტომბერს ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვიზეიმებთ ღირსეულ გამარჯვებას! კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ჩვენს მოსახლეობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის!“ – აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.