“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დელეგატი სამველ მანუკიანი ნინოწმინდის სოფლების: გორელოვკის, ორლოვკის, ეფრემოვკის, ჟდანოვის, სპასოვკისა და სამების მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე; ასევე, შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

„ჩვენი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ! ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ!“ – განაცხადა სამველ მანუკიანმა.