“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დელეგატი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ქედის დელეგატ მამუკა თურმანიძესთან ერთად, სოფლების: ოტოლაძეების, ტაკიძეების, დანდალოსა და გოგიაშვილების მოსახლეობას შეხვდა.

ანზორ ბოლქვაძე გაეცნო მოსახლეობის საჭიროებებს. ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და იმ მიმართულებაზე, რომელზეც „ქართული ოცნების“ გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა სახელისუფლებო გუნდის მიერ ქედის სოფლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.