“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის რაიონში, ლისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრისას დელეგატმა შეაჯამა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, ასევე ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
დიმიტრი ხუნდაძემ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ გუნდის სამომავლო გეგმები გააცნო.
„ერთად დგომით აუცილებლად გავხდებით ევროპის ღირსეული წევრი”, – განაცხადა ხუნდაძემ.