“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიორის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გოჩა ენუქიძემ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრა ქვეყანასა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ასევე სოფელში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
დელეგატმა მოსახლეობას არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.