გერმანიის ელჩის – პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს სააპრლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა.
„როგორც ვამხელდით, სამწუხაროდ, გრძელდება ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში.
დამერწმუნოს ბატონი ფიშერი, რომ ავტოგოლები გააქვთ მის ხელისუფლებაში, ბუნდესტაგში – კომიტეტის თავმჯდომარეებს, მოადგილეებს და ა.შ., როდესაც ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოს არღვევენ და ღიად ერევიან უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
დიპლომატმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“. მანამდე კახა კალაძემ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა.