“ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ქუთაისში ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური დანაშაული”, – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
“1. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
2. როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა “არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!
პ. ს. თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო – კი, ბატონო, უბრალოდ, მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი.
ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, რომ იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო”, – წერს მდინარაძე “ფეისბუკის” გვერდზე.