ოლიმპიური კომიტეტის ეზოში პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.
ასევე, ახალი სტატუსი დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურისა და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავებს.
დღევანდელ ღონისძიებაზე ლაშა ბექაურს, გენო პეტრიაშვილსა და ლაშა ტალახაძეს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ბინები გადასცა.
ჩემპიონებმა იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს ვარსკვლავის გახსნისთვის მადლობა გადაუხადეს.
საქართველომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.