„ისე როგორ ხდება ხოლმე, რომ ყველა თაღლითი და გაიძვერა, ვინც ბუნებამაც მოიმდურა, ნოდარა მელაძესთან მიდის და აღსარებას აბარებს, თან – არჩევნების წინა დღეს?!“ – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ბაჩიაშვილის მიერ “TV პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუს.

“რა თაღლითების ტელევიზიაც ხართ, ისეთივე რესპონდენტებს რომ დასვამთ და ალაპარაკებთ, როგორ უხდებით ერთმანეთს, ვერც წარმოიდგენთ. ამ ნაძირალა ბაჩიაშვილს რაც შეეხება, მის თაღლითობასაც რომ თავი დავანებოთ, არჩევნების წინა დღით გაახსენდა პატრიოტიზმი და ქვეყნის ბედი?!

არა, უბრალოდ, ჟანრის კლასიკაა – ყველა ნაძირალა თაღლითი პოლიტიკურ საფარველს ეძებს, რომ თავი გადაირჩინოს და პასუხისმგებლობას გაექცეს. ჰოდა, ერთით მეტი ნაძირალა შეემატა ნოდარ მელაძის რესპონდენტების კოლექციას, მეტი არაფერი!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.