“ჩვენ აქ ვიმყოფებით მშვიდობიანი, გამჭვირვალე და ლეგიტიმური არჩევნების დასაკვირვებლად და მოხარული ვართ, რომ მთელი დღის განმავლობაში თვალს ვადევნებთ ამ პროცესს”,- განაცხადა აშშ-ის ილინოისის შტატიდან ყოფილმა კონგრესმენმა ჯონ შიმკუსმა.

„მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. საარჩევნო დღეები ყოველთვის აღმაფრთოვანებელია, სავსეა დაძაბულობით, იმედითა და მისწრაფებებით.

ელექტრონული სისტემა, რომელიც დღეს ვნახე, ძალიან ჰგავს ილინოისის შტატში ჩვენ მიერ გამოყენებულ სისტემას, ამიტომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს პროცესზე დაკვირვებისას“, – განაცხადა ჯონ შიმკუსმა.