აშშ-ის საელჩო კიევში საკუთარ მოქალაქეებს 20 ნოემბერს მოსალოდნელი მასშტაბური თავდასხმის შესახებ აფრთხილებს.
„აშშ-ის საელჩომ კიევში მიიღო კონკრეტული ინფორმაცია 20 ნოემბერს პოტენციური სერიოზული საჰაერო თავდასხმის შესახებ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საელჩო დაკეტილი იქნება. თანამშრომლებმა თავშესაფარში ყოფნის ინსტრუქცია მიიღეს“, – ნათქვამია დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.
საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თვალი ადევნონ ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ახალ ამბებს, საჰაერო განგაშის შემთხვევაში მოძებნონ თავშესაფრები და დაუყოვნებლივ შევიდნენ იქ; მიჰყვნენ უკრაინის ოფიციალური პირების მითითებებს.