საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.
“როგორც იქნა, საპარლამენტო ტრიბუნასთან ვიხილეთ პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდა და არ ჰქონდა დაწერილი სიტყვა, რომელიც გარე დაკვეთებს ექვემდებარებოდა. უმთავრესი იყო ის, რაც მან თავშივე აღნიშნა, – რომ მნიშვნელოვანია მშვიდობა, ქვეყნის სტაბილური განვითარება. მან ისაუბრა მრავალ სექტორულ მიმართულებაზე და, რაც ყურში მომხვდა და აქამდე არ თქმულა, იყო აქცენტი დემოკრატიის საფრთხეებზე, რაც მნიშვნელოვანია და ეროვნული უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს. როდესაც პრეზიდენტი ამაზე აკეთებს აქცენტს, რა თქმა უნდა, მისი მნიშვნელობა მეტად მოიმატებს და ეფექტიან გადაწყვეტილებებზეც ადეკვატურად იმოქმედებს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.