საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი საქართველოს პარლამენტთან მის მიმართ აქციის მონაწილეების შეძახილებს “ფეისბუკის” გვერდზე გამოეხმაურა.

„მოგესალმებით! მინდა, დღევანდელ ინციდენტს ორი სიტყვით შევეხო!
ყოველგვარ ზღვარს და მორალს გასცდა ამათი უმსგავსობა! მოღალატე და გამყიდველი უწოდო ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილის ფასად დაიცვა სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ღირსება, არის უმსგავსობა და უღირსი საქციელი, რაზეც პასუხს აგებს ყველა! რაც დღეს საზოგადოებამ ნახა, არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი!
ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი!

აგენტებო და ფულზე გაყიდულებო! დიახ, გმირია პოლიციელი და ყველა სამართალდამცველი! დიახ, გმირია ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ, უღალატოდ! თქვენ კი დარჩებით ისტორიას როგორც გამყიდველები!
დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ჩვენს სამშობლოს!“ – წერს გენო პეტრიაშვილი.