პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ის პროგრამები, რომელიც ქართველ საზოგადოებას კეთილსინდისიერად ემსახურებოდა – მაგალითად, იყო რეგიონებში ხალხის ჩართულობა, სოფლის მეურნეობის პროექტები, მათ შორის, რეგიონებში არის მთელი რიგი ინიციატივები, რომელიც სოფელს სჭირდება, – ეს პროექტები რომ არ გაჩერდეს, შეგვაქვს ცვლილება „გრანტების შესახებ“ კანონში და, შესაბამისად, გვექნება ობიექტური, სამართლიანი, საქმეზე ორიენტირებული ურთიერთობა არასამთავრობო სექტორთან.
ის, ვინც საქმის გამკეთებელია; რომელსაც აქვს წარსული; რომელიც მთელი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა; მათ შორის, ახალი ორგანიზაციები, რომელიც შეიქმნება და დავრწმუნდებით, რომ საქმეზე არიან აქცენტირებული და ნამდვილად სჭირდებათ იმ სოფელში, იმ რეგიონში… ეს არ იქნება ცალმხრივად გადაწყვეტა. იქნება გარკვეული კომისია, რომელიც შეარჩევს, შეაჯერებს, ანალიზს გააკეთებს და, შესაბამისად, [იქნება] სამართლიანი დაფინანსება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.