პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ლევან ღამბაშიძის ბრალდებას პასუხობს. მისი თქმით, წილოსანის ოჯახმა ბიუჯეტიდან ფული მოიპარა.

„ლევან ღამბაშიძე იტყუება და, თუ საჯაროდ არ უარყოფს ჩემთან დაკავშირებულ ცრუ ბრალდებას, სასამართლოში შევხვდებით.
ეს ადამიანები, ვითომ აქტივისტები და გარედან მართული პოლიტიკანები დაეჩვივნენ, რომ შეუძლიათ, წარმოუდგენელი რამ დაგაბრალონ, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრა მოგიგონონ და არასდროს აგონ ამისთვის პასუხი.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ადამიანების დეზინფორმაციით მოწამვლა და სიცრუეზე ყველას სათანადოდ უნდა გაეცეს პასუხი“, – წერს ნინო წილოსანი „ფეისბუკის“ გვერდზე.