“ტყუილებით, ცილისწამებით და ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხყოფით გაძეძგილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე, რთულია არ დაეთანხმო “ქ/ოცნების” პოლიტსაბჭოს შეფასებას, რომ „ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.

“ჩემი მხრივ დავამატებდი, რომ ეს რეზოლუცია უნდა აღვიქვათ ზუსტად ისე, როგორიც ის არის – ბრძოლა სუვერენული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ბრძოლა არჩევნებში ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების წინააღმდეგ.

როგორც ჩანს, “ჰიბრიდულ ომს” ჩვენს წინააღმდეგ ევროპაც ეწევა და თან მარტივი სქემით – “უწყვეტი მიტინგები აქა, რეზოლუციები იქა.” ამ ყველაფრის მიზანი ხომ ისაა, რომ დაგვაშინონ, დაგვაეჭვონ, კედელთან მიგვაყენონ, რომ მერე ხელებაწეულები დავნებდეთ

კიდევ ერთხელ დადასტურდა მრავალვექტორული პოლიტიკის არჩევის მართებულობა.

როდესაც პარტნიორი/მოკავშირე სახრეს გირტყამს, თან უსაფუძვლოდ. სხვა პარტნიორს მოძებნი. ეს მარტო ჩემი აზრი არ გახლავთ”, –  წერს ზაალ ანჯაფარიძე.