„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მცდელობის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ეხმაურება.
„გამოცემა “Fox Business-თვის” მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელლოგმა დაადასტურა, რომ კონფლიქტის დარეგულირებაზე შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა. თუმცა უკრაინას ექნება უნიკალური შესაძლებლობა, არ ეთანხმებოდეს ამას ოფიციალურად.
მაგალითად, კიტ კელლოგმა მოიყვანა ბალტიისპირეთის პრეცედენტი, როდესაც უელსის დოქტრინის თანახმად, აშშ არასდროს ცნობდა ამ სამი ქვეყნის სსრკ-ს შემადგენლობაში შეყვანას – ამერიკა, უბრალოდ, აცხადებდა, რომ ისინი “საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებიან”. კიტ კელლოგმა განაცხადა: „მე ვთვლი, რომ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი მართალია: არ იქნება 2014 წლის საზღვრებთან დაბრუნება, როდესაც რუსეთი შეიჭრა ყირიმში. შედგება გარკვეული შეთანხმება ტერიტორიების პოტენციური დაკარგვის თაობაზე”.
ამასთან დაკავშირებით, კვლავ მახსენდება ჩვენი გენიალური კინოშედევრი: “მე მეგონა, რომ სოსომ არ იცოდა”, – უპასუხა შუქრის ბატონმა ვასომ. “მთავარია, რომ იცის”, – ოპტიმისტურად დაასრულა პოლემიკა ვაჟა ზაზაევიჩმა. ასე რომ, მთავარია, უკრაინას ზუსტად ეცოდინება, რას არ ეთანხმება. ხოლო “გამყრელიძის დასკვნაზე” დაყრდნობით, “ამ ეტაპზე”, შეთანხმება უკრაინაზე მიღებული იქნება”, – წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.