„საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევს, ფორმალურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ მიულოცავს ილჰამ ალიევისთვის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არც ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს მისდევს და არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას სცემს პატივს; მისთვის “ნაცოპოზიცია” უფრო პრიორიტეტულია.

„აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს, დილით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაურეკა ალიევს და მიულოცა ხელახლა არჩევა.
გამოდის, რომ უსაქციელო სალომე ზურაბიშვილი არც ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს მისდევს და არც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას სცემა პატივს. თუმცა, როგორ უნდა სცეს პატივი ამ უმნიშვნელოვანეს თემებს, როცა აგენტოკრატიის ვასალი ზურაბიშვილისთვის “ნაცოპოზიცია” უფრო პრიორიტეტულია.
სამარცხვინო!“ – წერს გია აბაშიძე.