ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა, გაერო-ს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია “გელაპთან” პარტნიორობით, მსოფლიო ბედნიერების ანგარიშის ფარგლებში, კორუფციის აღქმის მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა.
კორუფციის აღქმის შეფასება განხორციელდა მსოფლიო გამოკითხვის საფუძველზე – რამდენად არის გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში და რამდენად არის გავრცელებული კორუფცია ბიზნესში.
კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყნასა და ტერიტორიას შორის დასახელდა; სახელმწიფოებს შორის, გლობალურად, 41-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე მოხვდა.
საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 19 სახელმწიფოს: იტალიას, პორტუგალიას, ჩეხეთს, ლიეტუვას, ლატვიას, ხორვატიას, პოლონეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, მალტას, სლოვენიას, თურქეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, უნგრეთს, რუმინეთს, კვიპროსს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო გამოკითხვის მიხედვით, კორუფციის აღქმის რეიტინგში უკანასკნელ ათეულში მოხვდნენ უკრაინა და მოლდოვა. კერძოდ, კორუფციის სიმძიმით, მსოფლიოში მე-2 ადგილზე გავიდა უკრაინა, ხოლო მე-9 ადგილზე – მოლდოვა.