„რაც შეეხება „ლელოს“ სხვადასხვა სახის კამპანიას, ცდილობენ, საკუთარი მედიის საშუალებით რაღაცნაირად თავი შეინარჩუნონ მედიის დღის წესრიგში, თორემ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ მათი პოლიტიკური თვალსაზრისით ყოფნა-არყოფნის სკაითხი. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვსაუბრობთ 2%-იან პარტიაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც „ლელომ“ მიაღწია, 2020 წელს აიღო 3%, 2021 წელს კი – 2%, – მათ ერთ წელიწადში დაკარგეს ამომრჩევლები.

„2%-იანი პარტია ხელისუფლებაში მოსვლაზე რომ საუბრობს, ეს, თავისთავად, უკვე კომედიაა. ამ კომედიის ჟანრში არიან, დიდი ხანია. ხან არითმეტიკაში აიერევიან ხოლმე, ხან – თავიანთ პოლიტიკურ გზავნილებში; მათ შორის, ვნახეთ, რომ მამუკა ხაზარაძეს პირდაპირ წამოწყებული აქვს მუქარის კამპანია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ; მათ შორის, ყოველკვირეული პოსტებით გამოირჩევა ბატონი ხაზარაძე. სულ ახალახან იყო ერთ-ერთი ბანერი, რომელზეც გუშინაც იყო საუბარი, რომ ვიზუალურადაც კი აბსოლუტურად მუქარის შემცველია, როცა ამ ბანერზე პირდაპირ იკვეთება მქუარა.

მამუკა ხაზარაძის პიროვნების საკითხი გასაგებია. ეს არის ბანდიტური საქართველოს დროინდელი ბიზნესმენი, რომელიც კომკავშირლობიდან მილიონერი გახდა. როგორ ხდებოდნენ პოსტსაბჭოთა სამყაროში კომკავშირლები მილიონერები, ეს კარგად ვიცით როგორც რუსული გარემოდან, ისე თავადაც ამბობს, როგორ იშოვა თავისი მილიონები რუსეთში. ასე რომ, ეს ბანდიტური საქართველოს მენტალიტეტი როგორც ჩანს, ძალიან ჭარბობს და სხვა დროსაც არაერთხელ გვინახავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამას მიაქციოს საზოგადოებამ ყურადღება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.