„პოლიტიკურად გზააბნეულმა „ლელოს“ ლიდერებმა განაცხადეს, – პირველივე კოალიციური მმართველობის პერიოდში შევძლებთ პენსია 1 000 ლარი გავხადოთო. ამას ამ საკითხის მცოდნეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და „ლელო“ იძულებული გახდა, გადაეხედა მისი ამ პირობისათვის და, არარეალური ციფრის ნაცვლად, რეალური დაესვა. მათ „შეუსრულებელი მისია“ აღიარეს და დაპირებული პენსიის ოდენობა დააკორექტირეს“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, „ლელო“ არჩევნებისთვის მზადებას დიდი ტყუილით იწყებდა, თუმცა, მოუწია იმის აღიარება, რომ პენსიების თემას პოპულისტურად მიუდგნენ.
„2024 წელს ასაკობრივი პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერს გაეზრდება.
ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. აქედან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერების პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. შედარებისთვის გეტყვით, რომ ამავე კატეგორიის პირთა პენსია 2012 წელს იყო 110 და 125 ლარი.
70 წლამდე პირთა პენსია 7იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით. მაღალმთიანში კი იქნება 380 ლარი.
ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მუშაობის რეალური შედეგი და არა უბრალო სურვილი.
„ლელო“ პენსიების დიფერენცირებას არ ემხრობა და მიიჩნევს, რომ ყველა პენსიონერისთვის შესაძლებელია 1000-ლარიანი პენსიის უზრუნველყოფა.
პოლიტიკურად გზააბნეულმა „ლელოს“ ლიდერებმა განაცხადეს, – პირველივე კოალიციური მმართველობის პერიოდში შევძლებთ, პენსია 1 000 ლარი გავხადოთო.
ამას ამ საკითხის მცოდნეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და „ლელო“ იძულებული გახდა, გადაეხედა მისი ამ პირობისათვის და, არარეალური ციფრის ნაცვლად, რეალური დაესვა.
მათ „შეუსრულებელი მისია“ აღიარეს და დაპირებული პენსიის ოდენობა დააკორექტირეს.
პირველივე კოალიციური მმართველობის პერიოდში „ლელო“ არა 1000 ლარს, არამედ არსებული პენსიების 200 ლარით ზრდას ჰპირდება პენსიონერებს.
„ლელო“ არჩევნებისთვის მზადებას უკვე დიდი ტყუილით იწყებდა, მაგრამ საკითხში გათვითცნობიერებულმა დარგის სპეციალისტებმა ობიექტურად მსჯელობა დაიწყეს, კითხვებიც დასვეს და „ლელოს“ მოუწია საკუთარი პირობის უკან წაღება და აღიარება, რომ საპენსიო ზრდის საკითხს წმინდა პოპულისტურად მიუდგა“, – წერს მეგრელიშვილი.