ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ ამერიკა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ პროქსი ომს აწარმოებდა.

ომში ჩაბმული იყო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდის სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი. შედეგად, უკრაინა განადგურდა და ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.

კარლსონი მიიჩნევს, რომ დასაჭერია ყველა პოლიტიკოსი, ვინც თანახმა იყო, კიევისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტებით თავდასხმის უფლება მიეცათ, რადგან, თავდაცვის უწყების ანგარიშის მიხედვით, ეს ვითარების ესკალაციისა და ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს ზრდიდა.

„ამერიკელი სამხედროები, პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ცენტრალური დაზვერვა აწარმოებდნენ ომს რუსეთის წინააღმდეგ. საქმე უკრაინის თავდაცვაში არ იყო. ვაშინგტონში არავის ანაღვლებდა უკრაინა და ასობით ათასი დაღუპული უკრაინელი მამაკაცი. ეს იყო ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავანადგურეთ უკრაინა, რომელიც მომავალში, ალბათ, მესამე ქვეყნებიდან ჩასული ადამიანებით იქნება დასახლებული. ამაზე ღიად არავინ ლაპარაკობს“, – თქვა კარლსონმა.