“ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით. ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ, რომელიც ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე იმყოფება.
“რამდენჯერაც მემარჯვენე პოლიტიკოსები გაიმარჯვებენ არჩევნებში, ბრიუსელში დემოკრატიის წინაშე არსებული საფრთხეების თაობაზე იწყება საუბარი. მხოლოდ ლიბერალების მმართველობა მიაჩნიათ ბრიუსელში დემოკრატიად. ეს ცუდია და ჩვენ შევეცდებით, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ვითარება“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.