“დარწმუნებული ვარ, რომ წუხელ შუაღამეს თეა წულუკიანის სახლთან ახალგაზრდა ორკების მივარდნა, ხმაური, რასაც ფართოდ აშუქებდა პარტიული ნაცმედია, იყო რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან აფილირებული ენჯეოების ორგანიზებული და დაფინანსებული აქცია”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
“ისინი გრძნობენ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის ყოველი მომდევნო დღე ამ პარტიების და მათი სატელიტების კისერზე ყულფის დავიწროებაა და ფართხალებენ, როგორც ხაფანგში მოხვედრილი მხეცი.
სწორად აღნიშნა, ერთ-ერთმა ჩემმა ფბ-მეგობარმა, რომ ხვალ, ზეგ, მასზეგ ეს ორკები შეიძლება მიუვარდნენ და ააწიოკონ ნებისმიერი, ვისაც მათი პატრონები/დამკვეთები მიზანში ამოიღებენ და მერე ამ ბანდებს მიუქსევენ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.