“კახა კალაძე თავისი გამოცდილებით,  რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თვის მიცემულ ინტერვიუში.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, ისევ იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

„პოლიტიკური საბჭოს შეკრება არ გვქონია ამ საკითხზე, ამიტომ, მე არ მაქვს  კომპეტენცია, რომ 100%-ით რაღაც დავადასტურო. ის, რეალურად, თავისი გამოცდილებით,  რეიტინგით, გაკეთებული საქმეებით ნამდვილად არის უალტერნატივო“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.