„უეფას“ პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს“, – ამასთან დაკავშირებით „The Guardian-ი’’ წერს.
„რომ არა ჩეფერინის ეს განცხადება, 2027 წლის არჩევნებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით დისკუსია თითქმის არ იქნებოდა. პრეზიდენტობის მსურველები დაიწყებენ თანამდებობისთვის ბრძოლას.
აშკარა კანდიდატი რამდენიმეა: პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომეში, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ არჩევნების წელს ის 75 წლის იქნება; „ფიფას“ საბჭოს წევრი, რუმინელი რაზვან ბურლეანუ ახალგაზრდა კანდიდატად ითვლება, თუმცა, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მოისურვებს;
ექსფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს და გასულ წელს „უეფას“ აღმასკომის წევრი გახდა, ჩეფერინის ახლო მოკავშირეა და, აშკარა ფავორიტებს მიღმა, შეიძლება მისმა კანდიდატურამაც იმუშაოს“, – აღნიშნულია სტატიაში.