„იმედია, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის. ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერც ერთ თავყრილობაზე“, – აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.

„თუ ოპოზიციას ჩვენი პარტნიორების ელჩები ეტყვიან, – ჩვენი იმედი ნუ გექნებათ, თქვენ მხოლოდ ამომრჩევლის იმედი უნდა გქონდეთ, თქვენი გამარჯვების ერთადერთი წყარო ის არისო, მაშინ უშფოთველად ჩაივლის არჩევნები. თუ მათი იმედი ექნებათ, შესაძლოა, დათესონ შფოთი, რათა იქნებ აირიოს ქვეყანა – როცა ევოლუციურად მოსვლის თეორიული შანსიც არა გაქვს, რევოლუციურ სცენარზე ფიქრობ. თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლებათ უცხოეთში, არჩევნები სრულ სიმშვიდეში ჩაივლის. სხვა შემთხვევაშიც მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას შესწევს ძალა, სიმტკიცე, მშვიდობიან ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები და აღკვეთოს არეულობისთვის გამიზნული ყველა მცდელობა. მოსახლეობა რევოლუციურ სცენარს მხარს არ დაუჭერს. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს, ზედაპირზე დევს. ამომრჩეველს უდგას არჩევანი სუვერენიტეტსა და ვასალობას შორის. მე, დათო მაღრაძე, ხმას ვაძლევ საქართველოს სუვერენიტეტს“, – აცხადებს დავით მაღრაძე.