„მივესლამები წინსვლას, რომელიც ქვეყანაში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
„ძალიან დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. ძალიან მიხარია კიდევ ერთხელ თქვენი ნახვა. გუდინ ვიყავი ბაქოში, დღეს ჩამოვედი თბილისში. ეს, პრინციპში, ასახავს იმას, თუ რამდენად ვაფასებთ საქართველოს ყოფნას NATO-ში.
ასევე მივესალმები იმ ფაქტს, რომ რამდენიმე კვირის წინ ბრძანდებოდით ბრიუსელში, მე კი ახლა თბილისში ვარ. ეს ადასტურებს, რომ ჩვენ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გაგვაჩნია. საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი NATO-სთვის და დიდად ვაფასებ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია.
NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე ძლიერია. დღეს საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად. ზოგადად შევთანხმდით, რომ გვექნება საჭიროებებზე მორგებული ცალკეული კონკრეტული პროგრამები, რათა საქართველო და NATO კიდევ უფრო დაახლოვდნენ.
მივესლამები წინსვლას, რომელიც ქვეყანაში კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.