„ესენი არ არიან არც საქართველოს, არც უკრაინის მოქალაქეები; ესენი პროექტის მოქალაქეები არიან“, – ასე პასუხობს პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში კითხვას – რატომ ვერ მოხერხდა კეზერაშვილისა და ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიცია.

“ეს ხალხი უკრაინის ხელისუფლებაშიც და საქართველოს ხელისუფლებაშიც ერთი პროექტის მოქალაქეები იყვნენ.
ეს დადასტურდა, როცა არჩევნებში დამარცხდა მაშინდელი საქართველოს ხელისუფლება. თითქმის სრული შემადგენლობით თუ არა, ძალიან დიდი ნაწილი გადაიყვანეს უკრაინის ხელისუფლებაში. რამდენიმე დღესაც იქ მუშაობს“, – აცხადებს დავით მაღრაძე.

კითხვაზე – პროექტი რომელ ქვეყანაში შემუშავდა? – მაღრაძე პასუხობს, რომ „ვერავისკენ ხელს ვერ გაიშვერს, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებმაც შექმნეს ეს პროექტი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათვე ამოიღეს ცირკულარიდან“.

„არ ვიცი, „მაგრამ მათი ხელმძღვანელი, ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილე ქალბატონი ვიქტორია ნულანდი, რომელიც ახლა პოსტის გარეშე დარჩა. როგორც ჩანს, პროექტი გრძელვადიანი არ გამოდგა და აქტუალურობა დაკარგა. ცოტა ხნის წინ ამერიკის მედიაში, ნატალი და კლეიტონ მორისის პოდკასტში, ამ ძალიან პოპულარულ გადაცემაში, რომელსაც ჰქვია “REDACTE”, “ჰარი პოტერის” პერსონაჟად მონათლეს – ლორდი ვოლდემორი, ეს ჯადოსანი პერსონაჟი უწოდეს ქალბატონ ნულანდს. ე.ი., როდესაც ასეთი ხელმძღვანელები და მხარდამჭერები ჰყავდათ, ბუნებრივია, ვიღაცას მეტი გავლენა აქვს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ინტერპოლზეც მეტად მიუწვდება ხელი… ვერავისკენ ხელს ვერ გავიშვერ, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებმაც შექმნეს ეს პროექტი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათვე ამოიღეს ცირკულარიდან. თუმცა, მგონი, დღეს მეტი სიმტკიცით მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რაც კარგია. ეს მოსახლეობასაც სახელმწიფოებრივი სიმყარის განცდას უჩენს“, – აცხადებს დავით მაღრაძე.