“როგორი უვიცი უნდა იყო და როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ქვეყანა, რომ მთავარ საარჩევნო დაპირებად ის აქციო, რაც ამ 9-პუნქტიან გემაში უწერია “ლელოს”, – წერს საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.
“ფინეთის ეკონომიკის მინისტრი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას “საკუთარ ფეხში სროლას” ადარებს. საქმე იმას ეხება, რომ ფინეთი არ აპირებს, შეწყვიტოს ნიკელისა და მისი ეკონომიკისთვის საჭირო სხვა პროდუქტების იმპორტი, რადგან ვილე რიდმანის განცხადებით, სანქციები უნდა აზიანებდეს მას, ვის წინააღმდეგაც არის დაწესებული და არა იმას, ვინც ამ სანქციებს აწესებს.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ფინეთში რუსული ნიკელის იმპორტის მაჩვენებელი გაიზარდა. ცნობისთვის, 2023 წელს ფინეთის მშპ 314 მილიარდი იყო, ერთ სულ მოსახლეზე 54.500$.
ფინეთის ეკონომიკის მინისტრს ხაზარაძის 9- პუნქტიანი გეგმა არ უნახავს…
რეალურად, ეს არის თვითგანადგურების სახელმძღვანელო. ცხადია, “ლელო” ვერასდროს მოვა ხელისუფლებაში და ეს გეგმაც არასოდეს განხორციელდება, მაგრამ მათ ამ 9 პუნქტის წარდგენით უკვე გამოუტანეს განაჩენი ქვეყანას და, შესაბამისად, საკუთარ თავსაც, რადგან კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ყველაფერზე ხელს მოაწერენ, თუ უცხოელი პატრონები უბრძანებენ, თუნდაც ეს საქართველოსთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იყოს!” – წერს ვატო შაქარიშვილი.