“არა, არ გაასაჯაროებენ დონორები იმ თანხებს რაშიც აფინანსებენ თავიანთ პროექტებს. რომ გაასაჯაროონ, მაშინ ფულს როგორ მოტეხავენ ან თავიანთ მართულ არასამთავრობოებს როგორ დაიმონებენ ? თან იციან, რომ ე.წ. რუსული კანონი, რომელიც გამჭვირვალობას ეხებოდა, არ გვაქვს“, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის მოწოდებას დონორებისადმი, გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები საქართველოში, ვინაიდან რამდენიმე ორგანიზაცია ხარჯებს მალავს.

“ან გვინდა კანონი, რომელიც ვალდებულს გახდის მათ, გაასაჯაროონ, რაში და რაზე ხარჯავენ ფულს. გარდა ამისა, შეგვეძლება, პირდაპირ მოვთხოვოთ, არა ფუჭ და მავნებლურ საქმეებში დახარჯონ ფინანსები, არამედ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და აგრარული სექტორის გაძლიერებაში. რამდენად აწყობთ – ერთია; მეორეა, ჩვენ რამდენად ვართ მზად, ახალი კანონი წარვადგინოთ, რასაც მანამდე ძალიან ძლიერი ინფორმაციული კამპანია უნდა უძღოდეს წინ!” – წერს სოციალურ ქსელში ნიკოლეიშვილი.