„რაც შეეხება არჩევნებს, პირდაპირი ხმის მიცემა ისე, როგორც თქვენ [ოპოზიცია] ითხოვთ – დისტანციურად, ფოსტით თუ ელექტრონულად ინტერნეტით – ეს ყველა შეფასებაში, ყველა სამეცნიერო სტატიაში მოიცავს ძალიან კონკრეტულ რისკებს, რომელიც საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო სახიფათოა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს, მაგალითად, რუსეთში და ინტერნეტით ხმის მიცემის შემთხვევაში, რასაც იმ ადამიანებს ვეღარ ავუკრძალავთ თუ სხვებს მივცემთ ამის საშუალებას, იქაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, მაღალია კიბერშეტევების და ჰიბრიდული საფრთხეები, იმიტომ, რომ ჩვენ წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი, ბუნებრივია, მიმდინარეობს, მაგრამ ეს თქვენ არ გაინტერესებთ, იმიტომ რომ თქვენი ქვეყნის უსაფრთხოება არ გაინტერესებთ.
გარდა ამისა, რომ ამბობთ, დაბალი აქტივობა იყო 2020-შიო, მაღალი აქტივობა სადაც იყო, იქ სად იყავით? ხომ იყო მაღალი აქტივობა და აგირჩიეს ოპოზიციაში საზოგადოების ნაწილმა? სად იყავით მერე? 8 თვე რატომ არ მოდიოდით პარლამენტში? და ამის მერე თქვენ გვარწმუნებთ, რომ საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების ხმები იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი და იმას სცემთ პატივს, როცა ქვეყნის შიგნით ასობით ათასმა მოქალაქემ აგირჩიათ ოპოზიციაში და თქვენ არ შემოდიოდით, სანამ ევროკავშირმა და ევროპარლამენტარებმა არ გითხრეს პირდაპირ ის, რასაც გეუბნებოდით ჩვენ, – რომ ძირს უთხრით არჩევნებს და დემოკრატიას. აქაც თქვენი ფარისევლობა ჩანს და არადამაჯერებელია, თავი რომ დავანებოთ თანამშრომლებს, ოფისებს, და ეს საკონსულოებში უნდა გაკეთდეს, იმიტომ, რომ უსაფრთხოების კონკრეტული სტანდარტია. არ გეგონოთ, რომ კომერციულ ფართს იქირავებს საზღვარგარეთ სახელმწიფო და იქ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ. ეს ყველაფერი წერია, მეგობრებო, სტატიებია, ექსპერტების შეფასებები, რომელიც წაკითხული უნდა გქონდეთ, როცა ამ საკითხზე გამოდიხართ და თქვენს მოქალაქეებს კიდევ ნერვებს უშლით და ატყუებთ აქედან, თითქოს ხელისუფლება უზღუდავს არჩევნებში მონაწილეობას. გეუბნებით, 100%-ით არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობა არჩევნებში და 44%-ით არის გაზრდილი რეგისტრაციის მაჩვენებელი. ეს არის კონკრეტული რიცხვები, რომელსაც წყალი არ გაუვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.