ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით მწერალ ლაშა ბუღაძის “ფეისბუკზე” გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება.

„სიმართლე გითხრათ, წესით, სულ არ უნდა გაინტერესებდეს, უნიტაზზე მუზის მიმღებმა ლაშა ბუღაძემ რა თქვა, მაგრამ ყველას ხომ არ მოუსმენია და, ვინც მოისმინა ან წაიკითხა ამ არსებების ნაბოდვარ-ნაცოდვილარი, ხომ უნდა იცოდეთ, რაშია საქმე?

საქმე კი შემდეგშია: ფულისთვის, სკამისთვის თუ ცოტა გრძელი მიკროფონის ხელში დაჭერისათვის აი, ასეთი არსებები გამოდიან და მართლაც უკადრებელს კადრულობენ, – უკადრებელს და გაუგონარს ჩვენთვის, თორემ მათთვის ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაცაა და მათი ცხოვრების წესიც. ოღონდ ცალ ფეხზე მოხტუნავეთა და ყურმოჭრილ მონათა კავშირიდან არ გარიცხონ უცხოელმა პატრონებმა და ყველაფერზე მიდიან. არა, რა… ესენი ვის ეჭიმებიან ან ვის ეტოლებიან! რუსების თვითმფრინავის დანახვაზე მათმა ბელადმა ლამის ახალი მეტროსადგური გაიყვანა გორის მიწაზე; ლენინზე პორტრეტების ხატვაში პრემიები აქვთ აღებული; გუშინ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის შეწირვა უნდოდათ რუსებთან ომში; დღეს ევროპელობას გვიმტკიცებენ, საღამოს კი ნეკა ფრჩხილს იზრდიან და დილით, დარცხვენილები, ისევ იჭრიან.
ცოტა აზრზე მოდით, ან ისტორიას ვის ახსენებთ, ან ვის ურჩევთ საქმეს?! წესით, სირცხვილით ქუჩაში ვერ უნდა გამოდიოდეთ; ისეთი საქმეები და ისეთი ხელისუფლება გაქვთ „გაპრავებული“, ყოველ დღე სანთლებს უნდა ანთებდეთ, მაგრამ სად დაანთებთ?! – ღმერთის თქვენ არ გწამთ და, საშუალება რომ გქონდეთ, ეკლესიებს დღესვე დაანგრევდით. მთელმა მავნებლებმა და რადიკალებმა სულ რომ უნიტაზის გარშემო, ცალ ფეხზე იხტუნოთ, ეს გამჭირვალობის კანონი მაინც დამტკიცდება და ჯობს, ახლავე რიგი დაიკავოთ, თორემ თქვენი ამბავი ხომ ვიცით, – შეიძლება, ერთმანეთს ასწრებდეთ დეკლარაციების შევსებას!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.