„ეს სურათიც იმის მაჩვენებელია, რომ საზოგადოების განწყობა მარტივად იკითხება“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რითაც გამეხმაურა საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევას.

 

„საზოგადოება ინფორმაციას ფლობს, მაგრამ უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული. წარმოიდგინეთ, რასთან გვიწევს ბრძოლა?! – ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი მოქალაქეები რაც შეიძლება მეტად ინფორმირებული იყვნენ და ესენი გვეუბნებიან – „ევროპული და დასავლური ღირებულებები ის არის, რომ ეს ინფორმაცია უნდა ჩავკეტოთ და მოქალაქემდე არ უნდა მივიდეს.“ ჩემთვის ხომ არ ვაკეთებ ამას? – ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი ამ ორგანიზაციების საქმიანობა და ყველა მოქალაქისთვის ცნობილი იქნება მიზნობრივი დაფინანსება.

 

საზოგადოებას ეუბნებიან, რომ „ისედაც იცით ეს ინფორმაცია“. რა იკარგება, იყოს მაშინ, თუ კარგ საქმეს აკეთებ, პირიქით – მე დაგიცავ შენ. როდესაც მეცოდინება, რომ გამჭვირვალეა დაფინანსება, თანაც ამდენ კარგ საქმეს აკეთებ, პირიქით არ უნდა ილაპარაკო?! – მოქალაქეები პოლიტიკურადაც მხარს დაუჭერენ, თუ ასეთი მიდგომა აქვთ, მაგრამ ხომ ვხედავთ, რომ რაღაცას მალავენ?! ისეთი დაპირისპირებაა, ისეთ დღეში არიან… არც ჩვენ ვართ მიამიტები, ამიტომაც ვითხოვთ ამ კანონს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.