“როგორც გერმანულის მცოდნეებმა მითხრეს, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს არ უხსენებია ე.წ. აგენტების კანონი იმ კონტექსტში, რომელშიც ის გაავრცელეს “ნაცტელევიზიებმა” და სხვა მედიებმაც. ისევ წავაწყდით “თარგმანში დაკარგვის” ან მისი მიზანმიმართული დამახინჯების პრობლემას, რაც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა”, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

„გერმანული მხარე უფრო წინდახედული უნდა იყოს ასეთი დონის, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ვიზიტის ყველა დეტალის მიმართ, თარჯიმნის შერჩევის ჩათვლით.
როდესაც თარჯიმნად არჩევ ყველასთვის ცნობილ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პერსონას, რომელიც აკეთებს ასეთივე ანგაჟირებულ თარგმანს, ეს უკვე ჩრდილს აყენებს ვიზიტს. სამწუხაროა ასეთი ლაფსუსები“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.