ადიგენში მართლმადიდებლების მშვიდობიანი აქცია გაიმართა, სადაც, სასულიერო პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეიკრიბა.

ზარზმის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ნიკოლოზის განცხადებით, აქციის მონაწილეები მიესალმებიან მერაბ მიქელაძის გადაწყვეტილებას, რომელიც სახლში საყოველთაო ლოცვების ჩატარების შეწყვეტას გულისხმობს.

სასულიერო პირმა, ერთი მხრივ, მუსლიმ თემს მოუწოდა, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, სახლი მერიას გამოესყიდა ობოლი და მიუსაფარი ადამიანების თავშესაფრისთვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი იმედოვნებს, რომ დღევანდელი აქციისა და მუსლიმი თემის ლიდერების გადაწყვეტილების შემდეგ, მოლაპარაკებები კონსტრუქციულად წარიმართება.