ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებით, სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს“.

„ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი უზუსტესი შეფასება – რეპუტაციაშელახული სალომე ზურაბიშვილი თავს დაესხა ჩვენს სახელოვან ოფიცრებს! და ამას აკეთებს აგენტოკრატიის მონობით. მერამდენედ ვიტყვი – ალბათ, უღირს ამგვარი ტოტალურად უმსგავსო ქმედებები, რადგან სინდის-ნამუსი დიდი ხანია დაკარგა უსაქციელო ე.წ. პრეზიდენტმა.

ქართული საზოგადოება სამაგალითოდ მომთმენია, თორემ აქამდე სავარძლიანად გამოათრევდნენ ორბელიანების სასახლიდან ისე, რომ ვერანაირი დაცვა უშველიდა”,- წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.