“გლავკანალმა” ქართულ „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ (ISSA) დაუკვეთა ფსევდო-კვლევა. აღსანიშნავია, რომ ISSA-ს ერთ-ერთი თანამშრომელია სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც “ნაცგზავნილების” ფერხულშია “არა რუსული კანონის” შეძახილებით”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე “მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

“ამ ე.წ. გამოკითხვით, “ქართული ოცნების” რეალური რეიტინგი განახევრებულია (მაინც უმრავლესობაშია), ხოლო ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ “ნაცები” და ვითომ ახალი “ნაცები” (გვარამია, მელია) 9-9 %%-ით. დანარჩენი “პარტიუგები” ბარიერს მიღმა არიან. ძალიან საღადაო იქნება ამ ურეიტინგო პარტია-კანტორების რეაქციები.

დაველოდოთ “ოფშორვიზია-ფორმულას” ფსევდო-გამოკითხვასაც. იქაც ძალიან ბევრი რამ იქნება ანეკდოტური”,- წერს აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.