ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიფეისბუკისგვერდზე მიმართვას ავრცელებს.

მე ამ ხალხს დავარქვი უსამშობლო სუბიექტები. მათთვის სრულიად უცხოა სამშობლოს ცნება, სრულიად მიუღებელი და შეუთავსებელია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა.

ისინი არა მხოლოდ დავალებებს ასრულებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ ბუნებრივად, შინაგანად აქვთ საქართველოს სიძულვილი გაღვივებული.

უსამშობლოები ზურაბიშვილიდანნათელაშვილამდე ვერც კი ხვდებიან, რომ იმ პრესკონფერენციაზე დიპლომატიური უხეშობა თუკი ვინმემ იკადრა, ეს იყო ოლაფ შოლცი, რომელიც აგრესიულად ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეში და პრემიერს უთხრაარ მიიღოთ გამჭვირვალობის კანონიო.

დიახ, უცხო ქვეყნის ლიდერები ვერ და არ უნდა ბედავდნენ იმის კარნახს, რომელი კანონი მიიღოს პარლამენტმა და რომელი არა. ეს ცალსახად ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლების საქმეა.

რაც შეეხება პრემიერ კობახიძის პასუხსეს იყო ერთერთი ყველაზე ღირსეული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ლიდერის პასუხი კოლეგის მიმართ.

დიახ, ჩვენ ქვეყანას ამ რთულ და გამოწვევებით აღსავსე პერიოდში სჭირდება სუვერენიტეტის დაცვა და განმტკიცება. სწორედ ამას ემსახურებოდა კობახიძის პასუხი. მარტივი ტესტიავინც საქართველოს პრემიერის ღირსეულ და აუცილებელ პოზიციას არიზიარებსყველა დგას არა სამშობლოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე.

დაბოლოს, უსამშობლოებს ზურაბიშვილიდანნათელაშვილამდე პატარა რჩევას მივცემდი, რომ საკუთარი ქვეყნის სიყვარულში ევარჯიშათ, მაგრამ მათი მატარებელი დიდი ხანია საქართველოს გასცდა, დიდი ხანია ჩაიარა“, – წერს შათირიშვილი.