გირჩისმიერ პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტსქართული ოცნებისაღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.

ჩემი აზრით, ეს არის უმცირესობის აზრი და თუკი რაიმე მხარდაჭერას მოიპოვებს სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების გარკვეულ წრეში მაინც, არაფართო მასებში, არამედ გარკვეულ წრეებში მაინც, შეიძლება ამაზე მსჯელობა, მაგრამ მგონია, რომ ეს მაინცდამაინც დღეს მისაღები პრაქტიკა არ არის, თუმცა, შეიძლება ამაზე მსჯელობაც.

აბა ვნახოთ, იაგოსგირჩისმოსაზრებას გასცდება თუ არა ეს კანონპროექტი და მერე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

იაგო ხვიჩიას თქმით, მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონპროექტში ჩანს ანტიამერიკული განწყობა, შესაბამისად, “გირჩიაპირებს პარლამენტში პოლიტიკური ლობიზმის დაშვებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის შეტანას.