აგენტოკრატიის მონობამ სალომე ზურაბიშვილი ჩააქვესკნელა ბრიყვი ნაცეონჯეოშნიკებისნიშაში. დე ფაქტო პრეზიდენტ ზურაბიშვილს აღარაფერი ეტყობა სახელოვანი წინაპრების შთამომავლობის, ქართველობის, ფრანგული დიპლომატობის და მისგან პროტოკოლზე და ეტიკეტზე საუბარი ისეთივე ოქსიმორონია, როგორც ხაბეიშვილის ინგლისური“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ფილოსოფოსის ზაზა შათირიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „უსამშობლოები ზურაბიშვილიდანნათელაშვილამდე ვერც კი ხვდებიან, რომ იმ პრესკონფერენციაზე დიპლომატიური უხეშობა თუკი ვინმემ იკადრა, ეს იყო ოლაფ შოლცი, რომელიც აგრესიულად ჩაერია ქვეყნის შიდა საქმეში“.

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, რომელიც ერთერთია, რომელიც ზუსტად აანალიზებს მოვლენებს, ხშირად ვითომ აშაყირებენ მარგინალი და უკიდეგანოდ გაუნათლებელი ფსევდო ლიბერალები, რომელთათვის გრანტია უწინარესი.

ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, რომლისთვისაც სამშობლო, რწმენა და ღირსებაა ზეპრიორიტეტები, ჯეროვნად აფასებს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვაში შეუვალ მმართველ გუნდს.

აგენტოკრატიის მონობამ სალომე ზურაბიშვილი ჩააქვესკნელა ბრიყვინაცეონჯეოშნიკებისნიშაში.

დე ფაქტო პრეზიდენტ ზურაბიშვილს აღარაფერი ეტყობა სახელოვანი წინაპრების შთამომავლობის, ქართველობის, ფრანგული დიპლომატობის და მისგან პროტოკოლზე დაეტიკეტზე საუბარი ისეთივე ოქსიმორონია, როგორც ხაბეიშვილის ინგლისური. ზნეობრივი დაცემები მრავალი გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ამჟამად ეს ესტაფეტა მადამ სალომემ გადაიბარა“, – წერს აბაშიძე.