პარასკევის ბრიფინგზე მსოფლიოს წინაშე წარსდგა ორი ქვეყნის ლიდერი, საიდანაც საქართველოს პრემიერი განასახიერებდა პატარა, თუმცა დამოუკიდებელი და სუვერენული, საკუთარ ღირსებასა და სიმართლეში დარწმუნებულ ქვეყანას. ხოლო გერმანიის კანცლერიგარე გავლენების ტყვეობაში მყოფ ვასალს, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საფრანგეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის არა ერთი მაგალითი წარმოგვიდგინა“, – წერსფეისბუკისგვერდზეხალხის ძალისწევრი დავით ქართველიშვილი.

არ მინდოდა საქართველოს და გერმანიის ლიდერების პრესკონფერენციის კომენტირება იმ ერთადერთ ჭრილში, რომელსაც ეს ბრიფინგი რეალურად იმსახურებდა განსახილველად.

მანამდე მაქსიმალურად უნდა გავცნობოდი ჩვენი ცალ ფეხზე ასკინკილათი მხტუნავი პოლიტიკოსების“, რეალურად კი მონების, ლაქიებისა და მარიონეტების შეფასებებს. მადლობა თითოეულ მათგანს, რომ ჩემი და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი სავსებით გაამართლეს.

დღეს უკვე შეიძლება თამამად ითქვას, რომ პარასკევის ბრიფინგზე მსოფლიოს წინაშე წარსდგა ორი ქვეყნის ლიდერი, საიდანაც საქართველოს პრემიერი განასახიერებდა პატარა, თუმცა დამოუკიდებელი და სუვერენული, საკუთარ ღირსებასა და სიმართლეში დარწმუნებულ ქვეყანას. ხოლო გერმანიის კანცლერიგარე გავლენების ტყვეობაში მყოფ ვასალს, რომელმაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საფრანგეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის არა ერთი მაგალითი წარმოგვიდგინა.

კანცლერ შოლცის ფონზე, პრეზიდენტი მაკრონი იმ ევროპული ქვეყნის ლიდერს განასახიერებდა, რომელმაც შარშან ღიად მიუთითა აშშ, სად გადის წითელი ხაზი მოკავშირეობასა და ვასალობას შორის, ხოლო საფრანგეთის დაზვერვის სამსახურმა ამ ხაზებს კიდევ უფრო გასაგები კონტურები შესძინაამიტომაც იღებს საფრანგეთი უცხოური გავლენების გამჭვირვალობის კანონს და ეს კანცლერ შოლცის გადასაწყვეტი ნამდვილად არაა.

მე ამით არც პრეზიდენტ მაკრონის გადამეტებულჰეროიზაციასვახდენ, რომელსაც ქართულ კანონთან მიმართებით შესაძლოა შოლცის მსგავსი მოსაზრება გააჩნდეს.

მე ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოზიცია მაინტერესებს, რომელიც ყველა გარე თუ შიდა ოპონენტს ორადორ შეკითხვას უსვამს: ეწინააღმდეგება თუ არა გამჭვირვალობა დემოკრატიულ პრინციპებს და შეიცავს თუ არა ქართული კანონი საერთაშირისო სამართლის ნორმების დარღვევას.

გერმანიაში პრემიერმინისტრ კობახიძის ვიზიტმა ჩვენს პარტნიორებს მკაფიოდ დაანახა, თუ რა პრინციპებზე დაყრდნობით აპირებს საქართველო ევროკავშირის, და არა “ევროსაბჭოთა კავშირისწევრი გახდეს.

ამ პოზიციას ქართული მხარე აანონსებს სწორედ იმ ვითარებაში, სადაცევროსაბჭოთა კავშირისშესაძლო შექმნის კონტურები ევროპის კონტინენტზე სულ უფრო თვალსაჩინოდ ისახება.

თუმცა მთელი რიგი თვითმყოფადი ევროპული სახელმწიფოების მაგალითი, სადაც საკუთარ ვასალურ მდგომარებას უკვე ღია ომს უცხადებენ, გვაძლევს იმის იმედს და რწმენას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატიქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ღირსებაარ წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს გაწევრიანების თვალსაზრისით, ქვეყანაში არსებული იმ მონების მიუხედავად, რომლებიც მზად არიან საკუთარი სამშობლო კიდევ ერთ კოლონიალურ დამოკიდებულებას შესწირონ“, – წერს ქართველიშვილი.