რა არის იმაზე უარესი, რაც დაახლოებით ვიცით? სრულიად დემოკრატიული გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხომ არ გაგვიყვანს კიდევ სხვა კვალზე, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე უბრალოდ ფინანსების გამჭვირვალობაა?“, – წერსფეისბუკისგვერდზეხალხის ძალისწევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ინფორმაცია გვქონდა საქართველოში ენჯეოების გავლით შავი ფულის პოლიტიკაში აკუმულირებაზე, მაინც ვერ წარმოვიდგენდით იმას, რაც დღეს ხდება.

დასავლეთის შოკისმომგვრელი რეაქცია გვაფიქრებინებს  იმას, რომ შავი ფულით გამოწვეული მდგომარეობა ბევრად უფრო საგანგაშოა, ვიდრე გვეგონა.

რა ხდება? რა არის იმაზე უარესი, რაც დაახლოებით ვიცით? სრულიად დემოკრატიული გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხომ არ გაგვიყვანს კიდევ სხვა კვალზე, რომელიც შეიძლება ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე უბრალოდ ფინანსების გამჭვირვალობაა? რატომ დაირაზმა ასე უცხოეთი? მათი ქმედება სულაც არ ჰგავს ჩვენს დემოკრატია ზეზრუნვას. ეს უფრო საკუთარ თავზე ზრუნვას  ჰგავს.

აღარ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა დონის შეურაცხყოფაა მათი მხრიდან, ქართველ ხალხს აკადრო, რომ თურმე ჩვენ არ გვაქვს იმის ცოდნის უფლება, რისი უფლებაც აქვთ ამერიკელებსა და ევროპელებს.

რატომ? გამოდის, რომ ჩვენი თავისუფლება ტრაფარეტული ყოფილა და სულაც არ გვაქვს საკუთარი ქვეყნის მართვის უფლება.

 ცუდად ვითარდება მოვლენები. ყოველდღე ახალ რეალობას ეხდება ფარდა. თურმე რამდენ ხანს გვძინებია საღათას ძილით და რა მტკივნეულია ამ სიზმრიდან გამოსვლა, როცა რეალობას ხედავ.

ეს არ არის ერთი კანონის ირგვლივ ატეხილი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. რაც უფრო მეტად დაძაბავენ სიტუაციას შავი ფულის დონორებიც და მომხმარებლებიც, მით უფრო მეტად მიიღებენ ქართველი ხალხის შეუპოვარ ბრძოლას რეალური სუვერენიტეტისათვის“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.